Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება დაცული იყოს

21 მაისი, 2018 12:59

„შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები, რათა ქალბატონი ინგას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო ნამდვილად იძლევა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და თავისთავად ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

„მინდა გითხრათ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, ვისაუბრო დამატებით დეტალებზე. გამოიკითხება აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც შეიძლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია. ამიტომ, გარდა ამ პირისა, იდენტიფიცირებულნი არიან, ასევე, სხვა მოწმეები, რომელთა გამოკითხვა მოხდება უახლოეს დღეებში, ხვალ. შეიძლება, ესენი იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ინგა გრიგოლია: წლებია წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვცხოვრობ

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ხუთი წელია ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა შინგან საქმეთა სამინისტრო მაგრამ უშედეგოდ. 

„გადავწყვიტე,ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე, მარტივად ვაცხადებ, ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული,მხოლოდ იმიტომ რომ ვცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ქალების (მით უფრო ,მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს,რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის....

სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას-მოკლული ქალების,ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა,ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი,სახლიდან რომ გავალ,რა შეიძლება დამემართოს.

რამდენიმე წელია,ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია,თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია,რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს,არ იცის...ახლა მოგიყვებით ამბავს,რომელზეც გთხოვთ,არ გაგეცინოთ,რადგან სასაცილო არაა,საშიში ამბავია.თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ....დღეს უკვე აღარ მეცინება...მოკლედ საქმე რაშია-ბევრი წლის წინ,თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები.ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა,რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამის მამა გარდაცვლილია). ძალიან რომ შემაწუხა, გავარკვიე ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს.ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება,რომ მე ვარ, შენი შვილის მამა ,შენს სახლთან ვდგევარ და ჩამოდიო.

მოკლედ,2013-ში გამოვიდა ციხიდან...შოკში ჩავვარდი,რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები,თვეები..ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება,რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი,სახელად თამარი(ჩემს შვილს,მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია)...იძულებული გავხდი,განცხადება დამეწერა პოლიციაში,რდგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას...ვიარე პოლიციაში,დაიწყო გამოძიება,გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა,თითქოს ჩემი ქმარი იყო,რომელსაც ქონება წავართვი..ყველაზე გულის ამრევი ის იყო,რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ,თან ისე იღრიჭებოდნენ,თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა. !!!!!!

დღემდე გრძელდება ეს ამბავი,დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი,ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან..მიადგა მამაჩემს და ეუბნება,ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა,რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა.... არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა.პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას ,აქამდე მეუბნებოდნენ,რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას,რადგან პირდაპირი მუქარა,რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არ იყო..ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს,რომ მოძალადე დაიჭირონ.... ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა(კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს),სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას ,სახლის კარს შემომიმტვრევს....

არასოდეს მეგონა,რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო,დამავიწყდა,ეს ტიპი,რომელიც ამნისტიით გამოვიდა( მე ასე ვიცი),როგორც ვიცი,ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს..თავიდან მეგონა,რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა,თანდათან დავრწმუნდი,რომ ან მოგზავნილია,ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია,არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრეს-ცენტრი( იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ) .ჩამოვალ თუ არა ,პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში,რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.... არ ვიცი,ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ ,თუმცა კი ვიმედოვებ,ამიტომ,როგორც ზევით დავწერე,ხვალიდან შეიარაღებული ვივლი...

p.s-მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს,რომ ქართულად ,,მომეყომარებინა,,ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში .არ მინდოდა ჩემს გამო,ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა..მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა ,გადავწყვიტე,ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა,ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ-საქმეც იყო აღძრული,მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი,დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ, - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელიც მუქარას ეხება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^