Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ასავალ-დასავალმა“ საჯაროდ უარყო თიბისი ბანკზე ადრე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

21 მაისი, 2018 13:08

გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და  საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ. გაზეთმა გადაიხადა დაკისრებული ფულადი კომპენსაციაც. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.

სასამართლო დავამ სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიარა. საბოლოოდ, 2017 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ დავა თიბისი ბანკის სასარგებლოდ დაასრულა. „ასავალ-დასავალს“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, ასევე 5 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაევალა.

„ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს  სტიპენდიის სახით გადაეცემათ“, - წერს თიბისი ბანკი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^