Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ეტაპზეა ზვიად დევდარიანის საქმე

21 მაისი, 2018 15:16

ზვიად დევდარიანი, რომელიც ორი თვის წინ რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სარჩელს სასამართლოში 15 ივნისამდე წარადგენს და როგორც თავად ამბობს,  პატივისა და ღირსების შელახვისთვის ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებს.

სწორედ ეს არის ვადა, რაც ამ სარჩელისთვისაა განსაზღვრული - გვითხრა დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

„ლიბერალი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა ზვიად დევდარიანის საქმე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.

ადვოკატი გვიყვება, რომ ის რამდენიმე ინსტიტუციის დასკვნებს ელის. პირველი, ეს არის ექსპერტიზის პასუხი.

4 აპრილს  დევდარიანის ინტერესების დამცველმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სიდას ყოფილი ხელმძღვანელის  ტელეფონიდან მიმოწერების ამოღებისა და იდენტიფიცირების მიზნით ოფიციალურად მიმართა. ამ ექსპერტიზის პასუხს გულისხმობს ადვოკატი.

გაბუნია, აგრეთვე“ ელის  შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას.

23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ამ მუხლის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

"გამოძიება გრძელდება" - გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინიტროში.

კვლევა მიმდინარეობს სახალხო დამცველის ოფისშიც.

ომბუდსმენმა ჯერ კიდევ 19 მარტს განაცხადა, რომ   დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში ფაქტებს პირადი ინიციატივით შეისწავლის. - „შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება". - ამბობდა მაშინ ნინო ლომჯარია. 

დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათ ომბუდსმენს წერილითაც მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე დასკვნა არ არსებობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოსაკითხად არ დაკავშირებიან თავად ზვიად დევდარიანს.

ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ 

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება

ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. 

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ. 

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა. 

3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^