Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა დოლიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა

21 მაისი, 2018 14:00

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ღირსების შელახვასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება დიმიტრი გვრიტიშვილის რამდენიმე თვის წინანდელ განცხადებას, თითქოს დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ აგროვებდა ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოღვაწე პირებისთვის, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის ნაცნობი იყოს, რომ ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი, არ შეიძლება, ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისთვის, რომ დააზიანო საქმიანი რეპუტაცია მისი და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არავითარი პასუხისმგებლობა. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი, მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა თებერვალში იმისთვის, რომ უბრალოდ გადაეფარა ჩემ მიერ სასამართლოს კრიტიკა,“ - განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ანა დოლიძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სარჩელის გაცნობის შემდეგ გააკეთებს კომენტარს:

„იქიდან გამომდინარე, რომ მე პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე, იმ ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის, მე ვიტყოდი, შოუს ელემენტებით საკმაოდ დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც, არაკომფორტული იქნება მისთვის, დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა... ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. როგორც გაჟღერდა, მოთხოვნა არის იმ ცნობების უარყოფა, იმ ცნობების მოთხოვნის უარყოფას მე არ დავეთანხმები, აქვე გიცხადებთ, კიდევ ვამბობ, თავს შევიკავებ კონკრეტული არგუმენტაციის წარმოდგენისგან,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ანა დოლიძის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^