Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გახდა საჭირო საზმაუს ახალი შენობის სხვა მისამართზე აშენება - ფუტკარაძის განმარტება

21 მაისი, 2018 15:53

დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირინა ფუტკარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვის პასუხად, თუ სად აშენდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა და  რა ბედი ეწევა გამარჯვებულ პროექტს, ირინა ფუტკარაძემ განმარტა, რომ მაუწყებლისთვის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება.

„ამ კონკურსში გამარჯვების მთავარი იდეა იყო ამ შენობის აშენება იქვე, სადაც ახლანდელი შენობაა, ადგილზე მორგებულმა საკონკურსო მასალამ გაიმარჯვა. სად გადადის შენობა? რა მოუვა გამარჯვებულ პროექტს?“, - განაცხადა რომან გოცირიძე.

„ეს ტენდერი გამოცხადდა 2016 წელს, მაშინ გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ. ჩემთვის, პერსონალურად, უპირატესი არის, რომ ამჟამინდელ ადგილზე აშენებულიყო, მაგრამ, რატომღაც, მოხდა ისე, რომ აქ მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვერანაირი პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიცია ვერ გასწვდებოდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ტექნიკური დასკვნით, ქვეშ გამდინარე წყლებია და იქ აშენება საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ჯიქიას (პოლიტკოვსკაიას)  ქუჩაზე, უფრო იაფად აშენდეს შენობა“, - განაცხადა ირინა ფუტკარაძემ. 

მისივე განმარტებით, საჭირო იქნება პროექტის კორექტირებაც, რაც, ასევე, დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ძველი პროექტი მხოლოდ ნიუსრუმის მშენებლობას ითვალისწიენბდა, ამჟამად კი საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობის აშენებაზე, რომელსაც განსხვავებული ინფრასტრუქტურა სჭირდება.

გასული წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა კოსტავას 68 ნომერში, მოქმედი შენობის გვერდით აშენდებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ხმათა უმრავლესობა შარშან, ოქტომბერში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. ამავე პროექტს დაუჭირა მხარი საკონკურსო კომისიამ.

დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ პირველი არხის ახალი შენობა კოსტავას ქუჩის ნაცვლად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდებოდა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა დაახლოებით სამ წელიწადში აშენდება იმ პროექტით, რომელიც კონკურსის შედეგად შეარჩიეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^