Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანეზაშვილი: არამოსამართლე წევრთა ხელფასის განსაზღვრაში ჩემი მონაწილეობა უხერხული იქნებოდა

21 მაისი, 2018 16:30

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი არამოსამართლე წევრებისთვის ხელფასის გაზრდას განიხილავს.

საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ლიბერალთან" განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, არამოსამართლე წევრების თანამდებობრივი სარგო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ანაზღაურებას უნდა უტოლდებოდეს. წელს მოსამართლეებს დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი, რის გამოც ხელფასები თანაბარი აღარაა და ანაზღაურება შესაძლოა, არამოსამართლე წევრებსაც გაეზარდოთ.

„იუსტიციის საბჭომ მიმდინარე წელს მიიღო გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად იმავე ოდენობის ყოველთვიური დანამატი მიეცემათ. დღევანდელი დისკუსია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და არამოსამართლე წევრების თანამდებობრივი სარგოს გათანაბრებას ეხებოდა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილის თქმით, მან დააყენა წინადადება, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას საკითხის განხილვაში, ვინაიდან თავადაც არამოსამართლე წევრია.

„მივიჩნიე, რომ ჩემი მონაწილეობა უხერხული იქნებოდა და დავაყენე ეს წინადადება. ამის გამო, საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის. ერთადერთი არამოსამართლე წევრი ვიყავი, ვინც ამ საკითხზე ეს პოზიცია გამოხატა. სხვა წევრები ან არ ესწრებოდნენ საბჭოს სხდომა, ან არ მიუღიათ დისკუსიაში მონაწილეობა. იუსტიციის საბჭოს საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიუღია და ითქვა, რომ საკითხი შემდეგ სხდომაზე განგვეხილა“, - ჰყვება ნაზი ჯანეზაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^