Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს - პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

21 მაისი, 2018 16:14

შს სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ ხუთი წელია, ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა შინგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. გრიგოლიას პოსტის შემდეგ შს სამინისტროში დაიბარეს ჟურნალისტი, ასევე გამოკითხეს „ტვ პირველის“  ერთ-ერთი თანამშრომელი. 

შსს: მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება დაცული იყოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^