Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩი" საკონსტიტუციოში მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციულ სანქციასაც ასაჩივრებს

21 მაისი, 2018 17:07

30 მაისს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის, საკონსტიტუციო სარჩელს.

მოსარჩელეები სადავოს ხდიან მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, მარიხუანის პირველ ჯერზე მოხმარება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-დან 6 თვემდე ვადით.

2017 წლის 30 ნოემბერს „გირჩის" სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორგანიზმში მარიხუანის კვალის აღმოჩენის გამო, რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ეს, ადამიანი სისხლის სამართლის წესით ვეღარ დაისჯება, მაგრამ შეიძლება, დაისაჯოს ადმინისტრაციული წესით.

„გირჩის" ახალი საკონსტიტუციო სარჩელი კი სწორედ მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^