დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის კითხვაზე ვინ არის მომხრე, რომ პლენარულ სესიაზე გავიდეს აღნიშნული ანგარიში, დეპუტატების უმეტესობამ ხმა წინააღმდეგ მისცა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.