Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიჭინაძე: პროგრამირების აწყობა რას ნიშნავს, პროგრამირება მე ვიცი, ადამიანს რომ აპროგრამებენ

21 მაისი, 2018 17:12

დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.

„მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა, ეს რას ნიშნავს, პროგრამირება მე ვიცი, ადამიანს რომ აპროგრამებენ“, – ასეთი კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირინა ფუტკარაძეს.

„თქვენ შეიძლება ასე იცით, რომ ადამიანს აპროგრამებენ, მაგრამ გეტყვით, ეს კონკრეტულად რას ნიშნავს. 2016 წელს ჩატარდა კვლევა, ეს იყო რაოდენობრივ-თვისობრივი კვლევა, სადაც განისაზღვრა, რომელ ასაკობრივ ჯგუფს რომელი გადაცემა აინტერესებდა, რომელ საათებში უყურებდა ამა თუ იმ გადაცემას და რომელი მათგანი იყო მისთვის მნიშვნელოვანი. შემდეგ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო პროგრამირება ისე, რომ გათვალისწინებულიყო ეს ქცევა, ჩვენ მიერ კვლევის შედეგად გამოკითხული მოქალაქეების ქცევა პროგრამირებაში. ანუ ზოგს მოსწონდა სპორტი, სერიალები და ასე შემდეგ“, – უპასუხა ირინა ფუტკარაძემ.

ასევე დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს 2017 წლის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკას აცდენილია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^