Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო

21 მაისი, 2018 18:22

16-17 მაისს ისრაელის ქალაქ ჰოლონში გაიმართა გრან პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირზე ოქროს მედალი აიღო საქართველოს ნაკრების წევრმა სალომე ფაჟავამ. ქართველმა ტანმოვარჯიშემ გურზებით ვარჯიშის ფინალში უკრაინელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა. მრავალჭიდში სალომემ მე-6 ადგილი დაიკავა. ის ასევე მოხვდა ცალკეული საგნებით ვარჯიშის ფინალებში, სადაც რგოლით ვარჯიშში მეხუთე ადგილზე გავიდა.

გურზებით ვარჯიშში სალომე ფაჟავამ სულ 18.600 ქულა დააგროვა, მიიღო ოქროს მედალი და უკან მოიტოვა უკრაინელი ვლადა ნიკოლჩენკო, რომელმაც 18.450 ქულა აიღო და რუსი ეკატერინა სელეზნიოვა, რომელმაც ასპარეზობა 18.350 ქულით დაასრულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^