Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

26 მაისს საქართველოს 6 ქვეყნისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ეწვევიან

21 მაისი, 2018 19:20

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას - "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება "კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში", რომლის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. 26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება. 26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, "სუხიშვილებისა" და "ბასიანის" მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^