Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტროს პროფკავშირი 3 ივნისს მაინც გაიფიცება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კი სააპელაციოში გაასაჩივრებს

21 მაისი, 2018 21:12

მეტროს მემანქანეების პროფკავშირი "ერთობა 2013" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 3 ივნისს კი, როგორც მემანქანეებმა დააანონსეს, გაიფიცებიან - ამის შესახებ "ლიბერალს" პროფკავშირის წარმომადგენელმა, მემანქანე აჩიკო ლაბაძემ განუცხადა. 

"გაფიცვის უფლება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ, როგორც დავაანონსეთ, 3 ივნისს გამოვიყენებთ ამ უფლებას და გავიფიცებით".

სააპელაციო სასამართლოში სამართლებრივ დავაში "ერთობა 2013"-ს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დაეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა დაუსაბუთებელი და ამან შესაძლოა, მომავალში სხვა გაფიცვებზეც უარყოფითი გავლენა იქონიოს:

"სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ  მემანქანეებს გაფიცვას კი არ უკრძალავს, არამედ, ამას უზღუდავს "სამუშაო საათებში". ეს არის შეკრების და მანიფესტაციის უფლება და არა გაფიცვის. გაფიცვა ნიშნავს სამუშაო პროცესზე უარის თქმას და პროტესტის ამის პარალელურად გამოხატვას. ამიტომ, მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან საშიში პრეცედენტია, რომელმაც, შესაძლოა, მომავალში, სხვა გაფიცვებზეც უარყოფითად იმოქმედოს", - ამბობს ღვინიანიძე. 

საქალაქო სასამართლომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადების საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს გაფიცვა დღეს,  განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

სასამართლოს დღევანდელი განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, რაც კომპანიის შეფასებით, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე. ეს კი, მათი შეფასებით, გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ მიზეზით სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება გაფიცვის თაობაზე „სამუშაო საათების განმავლობაში“. ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს. 

თბილისის მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელ პროფკავშირს - ერთობა 2013-სა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა. 

ამავე თემაზე: 

EMC: სასამართლომ კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვის უფლება „ერთობა 2013-ს“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^