Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: მოუთმენლად ველით ერთ დღეს საქართველოს NATO-ში მიღებას

21 მაისი, 2018 22:01

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში" - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ გმობს რუსეთს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, „შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება - გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს.

„ქვეყნის წარმატებას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც - უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა" - თქვა პომპეომ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

შსს: ტექნიკური დათვალიერების გარეშე ავტო ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში დაფიქსირდა 2 555 სამართალდარღვევა, რომლებიც გულისხმობდა ...
21 ივნისი
21 ივნისი

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვი ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენ ...
21 ივნისი
21 ივნისი

„ჩემი პირადი აზრით, უკრაინას დამოუკიდებე ...

„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობე ...
^