Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით, სამცხე-ჯავახეთში 11 პირი დააკავეს

21 მაისი, 2018 23:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, რომლებიც ქალებს მოტყუებით პროსტიტუციაში აბამდნენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები კაფე-ბარებისა და რესტორნების დროებითი მფლობელები არიან, რომლებიც ახალციხესა და ახალქალაქში დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს 
გასამრჯელოს სანაცვლოდ ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.

პროსტიტუციაში ჩაბმის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩაბმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ჯარიმა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ივნისი
21 ივნისი

შსს: ტექნიკური დათვალიერების გარეშე ავტო ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში 2 555 სამართალდარღვევა დააფიქსირდა, რომლებიც გულისხმობდ ...
21 ივნისი
21 ივნისი

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვი ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენ ...
21 ივნისი
21 ივნისი

„ჩემი პირადი აზრით, უკრაინას დამოუკიდებე ...

„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობე ...
^