Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: ნარკომომხმარებლებთან დაკავშრებით მოხდება პოლიტიკის ჰუმანიზაცია

22 მაისი, 2018 10:41

„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშრებით მოხდება ჰუმანიზაცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ.
რაც შეეხება ოდენობებს, დოზებს, აკაკი ზოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია - „როგორც იტყვიან ჯიბეში გვიდევს არა“. 

„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში - ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მხოდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება. რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^