Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს

22 მაისი, 2018 10:50

„ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული“, - ამის შესახებ დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ აქვს.

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ მაქვს, თუმცა რამდენიმე პუნქტი უკვე მაქვს - წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის. ეს იმას ნიშნავს, რომ პველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული. უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული. ასევე უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს ოთხი პუნქტი მაქვს ჩამოყალიბებული და მერე ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^