Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომძიებელმა კლუბის გასაღების გადმოცემის გადაწყვეტილება 54 წუთში შეცვალა - ტატო გეთია

22 მაისი, 2018 11:41

„დღეს ჩემთან საათ-ნახევრის წინ შემოვიდა ზარი მთავარი სამმართველოდან; საქმის გამომძიებელმა დამირეკა, იმ პირმა, ვინც მე დამკითხა. მან 23 მაისს „ბასიანთან" დამიბარა და მითხრა, რომ კლუბს ერთად მოვხსნიდით ლუქს და დაგვიბრუნებდნენ გასაღებს", - ამბობს კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.

როგორც გეთია ამბობს, ზუსტად 54 წუთში მის ტელეფონზე იმავე პირმა მეორედ დარეკა.

„ის თავს უხერხულად გრძნობდა. მან მითხრა, რომ რამდენიმე დღით გადაიდო ლუქის მოხსნა და მკითხა, თუ დავეხმარებოდი ზვიად გელბახიანის მოძებნაში. რა თქმა უნდა, დასაკითხად. რა თქმა უნდა, მან კარგად იცის, მეც ვუთხარი და აქაც ვიტყვი, ეს არის პოლიტიკური თამაში. 45 წუთში შეცვალა გადაწყვეტილება და მიზეზად გარკვეული საგამოძიებო სამუშაოები დამისახელა. დაბნეული იყო; თვითონაც ცუდ მდგომარეობაშია მსხვერპლია შს სამინისტროს პოლიტიკური თამაშების. ეს არის ბოროტმოქმედება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.“ - განაცხადა ტატო გეთიამ გუშინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი დალუქულია. მფლობელებისთვის უცნობია, როდის გაიხსნება კლუბი.  შს მინისტრის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ ისევ მიმდინარეობს კლუბის ტერიტორიაზე. 17 მაისს გამოძიების ფარგლებში ტატო გეთია დაკითხეს. 

„ბასიანის“ დამფუძნებელი შსს-ში დაკითხეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^