Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: ნარკოპოლიტიკის შეხვედრაში ივანიშვილი პოზიციების დამაახლოებლის როლს ასრულებს

22 მაისი, 2018 13:01

ნარკოპოლიტიკის საკითხზე უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე ძირითად საკითხებზე შეჯერდება. „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული მოსაზრებების დაახლოებას კი, მისი თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს.

„ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით ყველა ვთანხმდებით მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც, სავარაუდოდ, საგაზაფუხლო სესიის დასრულებამდე მნიშვნელოვან ფაზებს, განხილვებს გაივლის პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრაში პოზიციების დამაახლოებლის როლს ასრულებს. შესაბამისად, გვეხმარება საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლაში“, - უთხრა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ოცნების“ წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ ნარკორეალიზაციის მხრივ სახელმწიფო იყოს მკაცრი, მომხმარებლების მიმართ კი - ჰუმანური. ჩუგოშვილს არ დაუკონკრეტებია ჰუმანური მიდგომა შეეხება თუ არა ყველა სახის ნარკოტიკის მომხმარებელს.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს ამ ყველაფერს. ბუნებრივია, რომ ნარკორეალიზაციასთან სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ასევე ვფიქრობთ, რომ ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით პოზიცია იქნება უფრო ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული. იმაზე, რომ ნაკლები დამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის დახსნა შევძლოთ ნარკოდამოკიდებულებისგან.

გარკვეული ცვლილებები დოზებში შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია, ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით გვქონდეს ჰუმანური მიდგომა. შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში რეგულირებაზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე პარლამენტი ახალ კანონპროექტს. როგორც უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან განმარტა, დეპუტატები ეცდებიან ამ სესიებზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება და ის შესაძლოა, შემოდგომამდე არ დასრულდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^