Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუნდაძე: მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, ასევე მთავარია, არ გავავრცელოთ ნარკოტიკების მოხმარება

22 მაისი, 2018 14:52

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე პოლიტიკური შეთანხმება გუნდში არსებობს, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ამისათვის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოლოდინი იქნება იმგვარი, რომ, ალბათ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე პოლიტიკური შეთანხმებაც არის, მაგრამ მთავარია, ნარკოპოლიტიკა იმ რეგულაციებით განხორციელდეს, რომელიც მთავარ მიზანს მიაღწევს ქვეყანაში - შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ ასევე მთავარია, არ გავავრცელოთ ნარკოტიკების მოხმარება“, - ამბობს ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მძლავრი ანტინაკოტიკული პოლიტიკა უნდა გატარდეს, „დაუნდობელი ბრძოლა უნდა იქნას გამოცხადებული ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, კონკრეტული რეგულაციების განხილვა იყო კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც შემოტანილია ჯანდაცვის კომიტეტში და ის გარკვეულ პერიოდში იყო შეფერხებული, შევთანხმდით რა არის ამ პროექტში ღირებული და რა ჩანაწერების ცვლილება იქნება სასარგებლო, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ მიმდინარეობს პოზიციების დაახლოება, დღეს პოზიციები უფრო მეტად ახლოა ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“. 

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ჯერ დოზების საკითხი არ განუხილავთ. მისი თქმით, ამ თემაზე უფრო პროფესიული მიმართულებით იქნება განხილვა. ხუნდაძე ასევე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება ორივე შემთხვევაში - გავრცელებაზეც და გასაღებაზეც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^