Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გელბახიანის დაკითხვა დასრულდა - „ბასიანი ისჯება“

22 მაისი, 2018 15:26

კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის დაკითხვა თბილისის მთავარ სამმართველოში დასრულდა. გელბახიანის თქმით, გამომძიებელმა მას კლუბის შესახებ დაუსვა შეკითხვები, კერძოდ, როდის გაიხსნა კლუბი, ვინ არიან მფლობელები და ა.შ. 

მისივე თქმით, მან გამომძიებელს კლუბ „ბასიანის" გახსნის შესახებ ჰკითხა, თუმცა კონკრეტული პასუხი კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ვერ მიიღო. 

"კაფე „გალერი" გახსნეს, ბასიანი კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილისმომგვერელია ჩემთვის. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმძაფრდება განცდა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს. „ბასიანი" და „თეთრი ხმაური“ ერთობლივად იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის გამო გადაავადეს „ბასიანის“ გახსნა." - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა გელბახიანმა. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ „ბასიანი ისჯება" 

16 მაისს გამოძიების ფარგლებში დაკითხეს კლუბის „ბასიანის" ერთ-ერთი თანამფლობელი ტატო გეთიაც. 

„ბასიანის“ დამფუძნებელი შსს-ში დაკითხეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^