Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველთა დამცველები იმ პირის სახლთან აქციას მართავენ, ვინც ძაღლს ავტომანქანით გადაუარა

22 მაისი, 2018 16:32

ავლაბარში მოქალაქემ ავტომობილით ძაღლს გადაუარა. ძაღლს შარდის ბუშტი დაუზიანდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხოველთა დამცველები ავლაბარში ლაგოდეხის ქუჩაზე მივიდნენ, სადაც აქციას მართავენ და ამბობენ, რომ ამ პირის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.

შემთხვევის ამსახველი კადრები Facebook-ზე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა გაავრცელა.

თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ძაღლი გასტერილებული იყო და მიკედლებული ჰყავდა იქ მცხოვრობ ერთ-ერთ მოსახლეს დიანა სარალიძეს, სწორედ მის სახლზე დამაგრებულმა კამერამ გადაიღო ძაღლზე ავტომობილით გადავლის კადრები.

თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, პირი, რომელმაც ძაღლს მანქანით გადაუარა, მის გაგდებას ერთი კვირის განმავალობაში მოითხოვდა და თავის მეზობელსაც ემუქრებოდა.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^