Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემანქანე მერს: გთხოვთ, მობრძანდეთ ჩემს ოჯახში, რათა დაწვრილებით აგიხსნათ რა ხდება მეტროში

22 მაისი, 2018 20:46

დღეს რუსთაველის მეტროსთან, მეტროს მემანქანეების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა მემანქანემ, ემზარ ბარბაქაძემ სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართა. მემანქანე მერს სახლში ეპატიჟება, რათა დაწვრილებით მოუყვეს მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მზად ვარ, ქალაქის მერი ჩემთან, ოჯახში დავპატიჟო. ხვალ, საღამოს 8 საათზე და დაწვრილებით ვესაუბრო, ოღონდ მხოლოდ პირისპირ. მინდა, ეს მიმართვა გავუგზავნო ქალაქის მერს, რა ხდება რეალურად მეტროპოლიტენში უბრალოდ მინდა, დავწრილებით ავუხსნა და აღვწერო და გადწყვეტილებას თვითონ მიიღებს, როგორ მოიქცევა. ეს არის უბრალოდ ჩემი გზავნილი ქალაქის მერთან, გთხოვთ, მობრძანდით ჩემთან ოჯახში საღამოს 8 საათზე, პაატა სააკაძის N15, სვანეთის უბანში“, - განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ. 

________________________________________________________________________ 

საქალაქო სასამართლომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადების საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს გაფიცვა კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

მეტროს მემანქანეების პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებმა 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა, ამიტომ, ისინი 3 ივნისს უნდა გაფიცულიყვნენ.

მემანქანე არჩილ ლაბაძემ „ლიბერალს" განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. განჩინებას არ ეთანხმებიან და 3 ივნისს მემანქანეები მაინც გაიფიცებიან. 

ამავე თემაზე: EMC: სასამართლომ კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვის უფლება „ერთობა 2013-ს“

მეტროს პროფკავშირი 3 ივნისს მაინც გაიფიცება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კი სააპელაციოში გაასაჩივრებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^