Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ფრესკები დააზიანეს

23 მაისი, 2018 12:39

დავით-გარეჯის უდაბნოს მონასტერში შუა საუკუნეების ქტიტორთა ფრესკები ვანდალურად დააზიანეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განუცხადეს. სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის თქმით, ადგილზე იყვნენ რესტავრატორები, რომელთა შეფასებით, დაზიანება არ არის ძლიერი, ის მხოლოდ მხატვრობის ზედაპირულ ფენას შეეხო.

„დაზიანებულია უდაბნოს მონასტერში შუა საუკუნეების პერიოდის ქტირორთა ფრესკა, რომელზეც დატანილია ეს მინაწერი. საბედნიეროდ, მახვილი საგნით არ არის მიყენებული დაზიანება. იქ უკვე მივავლინეთ რესტავრატორები და ადგილზევე ნახეს ეს ვანდალური ფაქტი.  მათი თქმით, კედლის მხატვრობის ზედა შრეები არ დაზიანებულა. მხოლოდ ზედაპირული დაზიანებაა. შესაბამისად, მისი მოშორება მარტივი პროცედურაა, შედარებით“, - განუცხადა „ლიბერალს“ ბარამიძემ. 

მარტში დავით გარეჯი 2018 წლის „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა.

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაციას, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. „ევროპა ნოსტრა“ უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე, იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

ძეგლი 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

სააგენტოდან განაცხადეს, რომ „ევროპა ნოსტრას“ სიაში დავით-გარეჯის წარდგენა გადაწყდა, რადგან, მას აქვს ურთულესი ქსოვილი და მისი დაცვის ეფექტიანი ზომების შემუშავება მცირეოდენი ჩარევით არ ხერხდება. 

„ეს  ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, სამომავლოდ აღმოუჩინოს ქვეყანას ეფექტიანი მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ ადგილზე მოავლინოს ევროპასა და დასავლეთ ქვეყნებში არსებული კვალიფიციური და ინტელექტუალური რესურსი, რომლებიც  შეიმუშავებენ ამ ძეგლის სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიას, განსაზღვრავენ ფიზიკური ჩარევისა და საკონსერვაციო, სარებილიტაციო და სარესტავრაციო საჭიროებებს“, - განაცხადა ბარამიძემ. 

ბარამიძის თქმით,  გარეჯის კომპლექსის „დოდოს რქის“ მონასტერში უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პროცესსა და ამავე  დროს კლდოვანი მასის ქვის კონსერვაციის ეტაპებს მოიცავს.

თუმცა მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოები იმავე მეთოდოლოგიით  ვერ შეეხება გარეჯის სხვა ნაწილს, საბერეებს, რადგან საბერეებში კლდოვანი მასა შლადი ფენებისგან შედგება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^