Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა

24 მაისი, 2018 13:37

ურბნისის და რუსის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა. მეტროპოლიტმა ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა. 

„ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეუარცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. უკვე აშკარა არის, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალს, იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიც არის საქართველო.

ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ რომ დამცველებიც ყავთ და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩაყარეს ისინი და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ, უფრო უარესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა.

ჩვენ, რაღაც განელთბილდა ჩვენი სარწმუნოება, აღარ არის ისეთი მტკიცე, შეურყეველი. ახლა მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი, ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის - მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ ეს ტელევიზია.  უნდა გაუქმდეს - ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით, სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია, თითოეული თქვენთაგანი თუ მოისმინეთ მის სიტყვებს, შეიძლება მართლა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან“, -განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

„რუსთავი 2-ზე“ კვირას გავიდა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანი“, სადაც მიწვეული იყო მხატვარი ლია უკლება და საუბარი იყო მის ნამუშევარზე „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ . 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^