Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესტიის სკოლებს საჩუქრად თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა გადაეცა

24 მაისი, 2018 19:06

მესტიის სკოლის ბიბლიოთეკები კომპანია “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლებმა თანამედროვე მხატვრული ლიტერატურით მოამარაგეს და სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს. პროექტის მიზანი მესტიაში მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობა, წიგნიერების ამაღლება და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა.

„კომპანია სვანეთი ჰიდრო მესტიაში აქტიურად აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას. დღეს ჩვენ მესტიის ყველა სკოლასბიბლიოთეკისთვის გადავეცით წიგნები. მხატვრული ლიტერატურა წინასწარ შევარჩიეთ მესტიის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად.ამასთან ერთად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს და გვსურს მესტიის სკოლის ბიბლიოთეკები ვაქციოთ ისეთ სივრცედ, სადაც ბავშვები რაც შეიძლება მეტ დროსგაატარებენ და კიდევ უფრო შეუყვარდეთ წიგნის კითხვა“ - ამბობს სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო ნატროშვილი.

კომპანია სვანეთი ჰიდრომ დღეს ჩვენს სკოლას დიდი საჩუქარი გაუკეთა: მხატვრული ლიტერატურით შევისო სკოლის წიგნადი ფონდი. დამეთანხმებით,რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტია, რადგან ჩვენ სკოლას ესაჭიროებოდა ბიბლიოთეკის განახლება“ - აცხადებს მესტიისმუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის დორექტორი, ნატო გვარლიანი

„ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენ სკოლას გადმოეცა წიგნები და ადგილზე შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ეს ჩვენთვისძალიან დიდი სტიმულია. ერთი სული მაქვს როდის დალაგდება წიგნები იმისთვის, რომ ავირჩიო ჩემთვის სასურველი ნაწარმოები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში და ჩვენ სკოლას წიგნები გადმოსცა“ - ამბობს მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი ჯაფარიძე.

კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. კომპანია ადგილობრივიმოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების: განათლების, ტურიზმის და სპორტის ხელშეწყობისთვის სოციალურპროექტებს აქტიურად გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზემინიმალური ზემოქმედების მქონე. მესტიაჭალა ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული. მშენებლობის დასრულება2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^