Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამია: ამ წერილის გამომქვეყნებელი საპატრიარქო ბოდიშს არ იმსახურებს

24 მაისი, 2018 23:04

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, საპატრიარქოში დღეს არიან ძალები, რომლებიც  21-ე საუკუნეში ცენზურის შემოღებას ითხოვენ და ადამიანებს შორის შუღლს აღვივებენ. 

„დარწმუნებული ვარ რომ პატრიარქი არც ფლობს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც გამოაქვეყნა დღეს საპატრიარქომ. ამ ბნელ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.

არავითარი ღვთისმგმობი გადაცემა აქ არ ყოფილა, აქ იყო საუბარი ცენზურაზე და ცენზურა სწორედ უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრების აკრძალვას ეხება, უმრავლესობისთვის მისაღებ აზრებს ცენზურა არასდროს კრძალავს. პირდაპირ მოუწოდებს საპატრიარქო ხელისუფლებას ცენზურასთან და მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონდმებლობა მიიღოს და ასევე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება საპატრიარქო იმავე განცხადებაში, როცა ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა და სინამდვილეში ერევა, „რუსთავი 2-ის“ მაქსიმალურად შევიწროებას ცდილობს. ეს არის იგივე პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“-ამბობს ნიკა გვარამია. 

 მისი თქმით, ბოდიშის მოხდა მათ არ უჭირთ, მაგრამ ისინი ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.  

„ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია“-ამბობს ის „რუსთავი 2-თან“. 

დღეს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საპატრიარქომ, 23 მაისს შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებული გადაცემის გამო, სამღვდელოებას მოუწოდა შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან.

„არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები." - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ. ქარტია მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.   სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, „ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^