კანადაში, ტორონტოსთან ახლოს ინდურ რესტორანში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველები სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ ორ ადამიანს ეძებენ. რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მათ შეიტანეს და შემდეგ გაიქცნენ.
2 suspects attended the scene, detonated an Improvised Explosive Device within the restaurant. Several injured were taken to local hospital and 3 in critical condition were taken to a Toronto Trauma Centre. pic.twitter.com/yzCT59UVN6
— Peel Regional Police (@PeelPoliceMedia) May 25, 2018
პოლიციას ჯერჯერობით აფეთქებისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.