Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპარტრიარქოს კვალდაკვალ „რუსთავი 2-ს" ბოიკოტი „პატრიოტთა ალიანსმა" გამოუცხადა

25 მაისი, 2018 11:58

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას", - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან", ირმა ინაშვილი.

ინაშვილის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამჟამად ათონის მთაზე იმყოფება და აღნიშნული პოზიცია მასთან შეთანხმებულია. დავით თარხან-მოურავი ვატოპედის მონასტრის წინამძღოლს, მამა ეფრემს შეხვდა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს „რუსთავი-2-ს", - წერს ირმა ინაშვილი. 

საპატრიარქოსმ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში შემდეგი რამ მიუთითა: „პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან", არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^