Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირების მიზნით კანონპროექტი წარადგინა

25 მაისი, 2018 15:00

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმა მამუკა ბახტაძეს ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე მხარს უჭერს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები, რომელიც იმ ჭარბვალიანობას, რომელიც აღიარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთ ანგარიშში, ქვეყანაში თანდათან შეამცირებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის დინამიკა, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და გამოხატულია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში, იყოს მდგრადი და საქართველოს ჭარბვალიანობით გამოწვეული არანაირი რყევა არ დაემუქროს. ამისკენ არის მიმართული ეს პაკეტი და მას აქვს მთავრობის მხარდაჭერა, ისევე, როგორც ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^