Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► მივლენ თუ არა უმრავლესობის წევრები „რუსთავი 2-ზე" საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ

25 მაისი, 2018 15:33

„მე დიდი ხანია, აღარ მიმიღია მონაწილეობა „რუსთავი 2-ის“ გადაცემებში. არც მოწოდებამდე მიწევდა და, ალბათ, არც მოწოდების მერე მომიწევს“, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ლიბერალის“ შეკითხვას, საპატრიარქოს მოწოდების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

ხუნდაძის შეფასებით, საპატრიარქოს ჰქონდა უფლება, „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მსგავსი ტიპის განცხადება გაეკეთებინა, თუმცა გაიზიარებენ თუ არა ამ მოწოდებას, ეს ადამიანების გადასაწყვეტია.

სანდრო ბრეგაძის თქმით, „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუს აღარ მისცემს

„უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს ეს მოწოდება. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ უფლებებზე, არამედ მორალურ ვალდებულებებზე უნდა ვისაუბროთ. უფლებებიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არსებობს ეთიკის ნორმებიც. ალბათ, ყველამ უნდა დავიცვათ ეს ნორმები და პატივი ვცეთ სხვის შეხედულებებს“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე „ლიბერალთან“ საუბრისას. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ არ ახსოვს, ბოლოს როდის იყო „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისი თქმით, არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუკი ეთერში მიიწვევენ, - „გააჩნია საკითხს“,- განმარტა მან.

„საპატრიარქოს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლება, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება. გაკვირვებული ვარ, რატომ უკვირთ ხოლმე, როდესაც გამოხატავენ ადამიანები საკუთარ აზრს, თუნდაც საპატრიარქო, რომელსაც შეუძლია, საკუთარი აზრის დაფიქსირება .... მე „რუსთავი 2-ის“ ჩართვებში არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი, რომ დამპატიჟონ, არ ვიცი, გაჩნია საკითხს“,- განაცხადა მან.

საპატრიარქოს მოწოდებას უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გედევან ფოფხაძეც აფასებს. მისი თქმით, ღვთისმშობელთან დაკავშირებით გიორგი გაბუნიას კომენტარი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. დეპუტატისთვის მისაღებია საპატრიარქოს სურვილი, არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც შეზღუდავს ადამიანებს რაღაც საკითხებთან მიმართებაში.

საპარტრიარქოს კვალდაკვალ „რუსთავი 2-ს" ბოიკოტი „პატრიოტთა ალიანსმა" გამოუცხადა

„საპატრიარქოს განცხადებაში კონკრეტიკა ნამდვილად არ არის, არის ზოგადი სურვილი, რომ არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც შეზღუდავს ადამიანებს რაღაც საკითხებთან მიმართებაში, რაც მიმაჩნია, რომ სწორია. ყველას უნდა გვქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომელიც შეგვაჩერებს სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფისგან, თუ სამართლებრივი ბერკეტიც გახდა საჭირო, ჯობდა, არ გამხდარიყო საჭირო.

რაღაც დონეზე მედიასთანაც შეიძლება კონსულტაციების წარმოება, რომ შევთანხმდეთ საჯარო ინტერესსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს საზოგადოების წინაშე. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც გიორგიმ გააკეთა და ადამიანურად ვეუბნები, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თუ ვინმესთვის ჩემი გრძნობები არაფერს ნიშნავს, ეს მისი პირადი საქმეა,“- განაცხადა ფოფხაძემ.

24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და სასულიერო პირებს მოუწოდა, „რუსთავი 2-თან" ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ - არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს სხვა პირებსაც, ვისთვისაც ღირებულია მართლმადიდებლური ეკლესია და მისი ფასეულობები, იგივე გაითვალისწინონ მათაც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ: „17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით  ყველაზე მკვეთრად „რუსთავი 2-მა" გამოხატა.

მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტენაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ“.

საპატრიარქო: მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან

20 მაისს გადაცემა „პოსტკრიპტუმში" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მსოფლიო პატრიარქის მიერ 2008 წელს ომის დღეებში გამოგზავნილი წერილის შესახებაა საუბარი. სიუჟეტის თანახმად, წერილი, რომელიც საპატრიარქოში გაიგზავნა, 2008 წელს არ გამოქვეყნებულა. 

23 მაისს კი ტოკშოუ არჩევანის თემა შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტი იყო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი და ომბუდსმენი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. 

მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^