Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულომ „ვარდების მოედანს" სახელი ოფიციალურად შეუცვალა

25 მაისი, 2018 16:58

თბილისის საკრებულომ 30 ხმით „ვარდების რევოლუციის მოედანს“ პირველი რესპუბლიკის სახელი მიანიჭა. პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის ინიციატივა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა წამოაყენა. საკითხი პირველად საკრებულომ 2 მაისს განიხილა, რის შემდეგაც საჯარო განხილვისთვის 20 დღით საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინიციატივა. 

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის გადაწყვეტილება პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს უკავშირდება.

მოედნისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა საკრებულოში ოპოზიციამ გააპროტესტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვარდების რევოლუცია საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია და მოედნისთვის ამ სახელის გადარქმევა სწორედ ისტორიის წაშლის მცდელობაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^