Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: ღვინის მუზეუმის პროექტი UNESCO-ს გარეშე ვერ განხორციელდება

25 მაისი, 2018 16:46

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. ღვინის მუზეუმის პროექტის შესახებ. ფოტოების მიხედვით, ის მცხეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. პროექტმა Facebook-ზე საზოგადეობის უკმაყოფილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. მათი თქმით, სააგენტოში ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

„როგორც ჩანს, ეს პროექტი ძალიან ახალია, შესაბამისად, ჩვენთან არც შემოსულა, მაგრამ, ვიდრე მცხეთაში მორატორიუმი არის გამოცხადებული და მიწათსარგებლობის გეგმას ეკონომიკის სამინისტრო ჯერ კიდევ ამუშავებს, იქ ყველა მშენებლობა შეჩერებულია. თუმცა ამის შემდეგ პროექტი უნდა იყოს საბოლოოდ შეთანხმებული და შეჯერებული უკვე UNESCO-თან.  მანამდე ამ პროექტის განხორციელებაზე ლაპარაკიც ზედმეტია“, - განაცხადეს სააგენტოში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^