Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრო ბრეგაძის თქმით, „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუს აღარ მისცემს

25 მაისი, 2018 17:00

„ქართული მარშის” პრეზიდენტობის კანდიდატის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს” ინტერვიუს არასდროს მისცემს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში, გადაცემა „თავისუფალი სივრცეში” განაცხადა. 

„ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი და სხვათა შორის, ბოლშევიკები პროგრესის სახელით მოდიოდნენ, როდესაც ეკლესიებს ანგრევდნენ.....არანაირი ძალადობა, არსებობს პროტესტისა და იგნორირების შესანიშნავი ფორმები და მე, როგორც პოლიტიკოსი, ვემორჩილები მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვას და არასოდეს ინტერვიუს აღარ მივცემ „რუსთავი 2-ს” და არც მათ ეთერში არ მივალ. ასევე,  მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, რომ იგივე გააკეთონ,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ვიდეო► მივლენ თუ არა უმრავლესობის წევრები „რუსთავი 2-ზე" საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ

ამავე ეთერში მან განაცხადა, რომ ჟურნლაისტი გიორგი გაბუნია არის „პროვოკატორი და პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება“:

„გიორგი გაბუნია ეს არის ჩვეულებრივი პროვოკატორი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება. ასე მარტივად არ არის საქმე, აქ არ არის მხოლოდ იმაში საქმე, რომ მას სურს ან იესოს შეურაცხყოფა ან სურს მარიამ ღვთისმშობლის შეურაცხყოფა, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი, რომლის უკანაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დავალებასაც ასრულებს გიორგი გაბუნია, რადგანაც გიორგი გაბუნიამ შესანიშნავად იცის, რომ მის ამ განცხადებებს, აუცილებლად მოჰყვება სახალხო მღელვარება, მოჰყვება შესაძლო უმართავი პროცესები, რითაც ისარგებლებს მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა მან. 

********************

24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და სასულიერო პირებს მოუწოდა, „რუსთავი 2-თან" ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ - არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

ამასთან, საპატრიარქო მოუწოდებს სხვა პირებსაც, ვისთვისაც ღირებულია მართლმადიდებლური ეკლესია და მისი ფასეულობები, მათაც იგივე გაითვალისწინონ. 

23 მაისს კი ტოკშოუ არჩევანის თემა შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტი იყო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი და ომბუდსმენი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. 

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ როდესაც გადაცემის სტუმრის მხატვარ ლია უკლებას ნახატი „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ წარადგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^