Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოტკოველი: პატრიარქს გუშინდელი განცხადების ტექსტი ხუთჯერ წავუკითხეთ

25 მაისი, 2018 18:33

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გუშინ „რუსთავი 2-ის“ მიასამართით გავრცელებულ განცხადებაზე 1TV -თან ისაუბრა. 

მისი თქმით, ტექსტები იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება პატრიარქთან. 

„ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, სამი დღის წინ ბატონი ნიკა გვარამიასთვის ოფიციალური წერილით რომ არ მიგვემართა, სადაც ვთხოვდით, მიეღოთ ზომები, რათა სიცრუეზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, ვიდრე არ გადაამოწმებდნენ. ვგულისხმობ თემას, როდესაც მათ თქვეს, რომ ჩვენ თითქოსდა მსოფლიო პატრიარქის წერილი დავმალეთ. ეს წერილი გავუგზავნე ბატონ ნიკა გვარამიას, ვაჩვენე, რომ ეს წერილი არსებობდა და 2008 წელს ჩვენ გვქონდა დაბეჭდილი მსოფლიო პატრიარქის წერილის შინაარსი.

ამის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელისგან ისევ ვისმენთ, რომ ჩვენ წერილი დავმალეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელია. ველოდებოდით, რომ ტელევიზიის ადმინისტრაცია რეაგირებას იმავე დღეს მოახდენდა.

ტელევიზიის ხელმძღვანელს რატომღაც ჰგონია, რომ ეს წერილები იბეჭდება სადღაც სხვაგან. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ, ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან“-განაცხადა ბოტკოველმა 1TV-თან. 

ნიკა გვარამია: ამ წერილის გამომქვეყნებელი საპატრიარქო ბოდიშს არ იმსახურებს

საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. საპატრიარქომ, 23 მაისს შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებული გადაცემის გამო, სამღვდელოებას მოუწოდა შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან.

„არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები." - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქოს ამ განცხადებას „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.  მისი თქმით, საპატრიარქოში არიან ძალები, რომლებიც  21-ე საუკუნეში ცენზურის შემოღებას ითხოვენ და ადამიანებს შორის შუღლს აღვივებენ. 

„დარწმუნებული ვარ რომ პატრიარქი არც ფლობს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც გამოაქვეყნა დღეს საპატრიარქომ. ამ ბნელ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.

ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია.“,-თქვა გვარამიამ. 

ვიდეო► მივლენ თუ არა უმრავლესობის წევრები „რუსთავი 2-ზე" საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^