Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავარ პროკურორსა და დათო სარალიძის მამას შორის შეხვედრა ვერ შედგა

25 მაისი, 2018 22:30

მთავარ პროკურორსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამას შორის შეხვედრა ვერ შედგა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად მისი უფლებადამცველებიც იმყოფებოდნენ და შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ. 

პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მათ განუმარტა, რომ რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, გარე პირებს განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. თუმცა ზაზა სარალიძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, მსგავსი აკრძალვა მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ვრცელდება. 

შეხვედრასთან დაავშირებით კომენტარი  თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ გააკეთა და განმარტა, რომ შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

„არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კანონი აწესებს შეზღუდვებს. შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა დაწესებული და ამიტომ არის პროცესები დახურული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, ორივე მხარისთვის ოპტიმალურ, ხელსაყრელ დროს შეხვდეს ბატონ სარალიძეს ნებისმიერ საკითხზე, ადვოკატთან ერთად, ვისაც ექნება საადვოკატო საქმიანობის უფლება“,- განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^