Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლების მიღება გამართა

25 მაისი, 2018 23:32

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.

„თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს. ეს თარიღი სწორედ თქვენმა წინაპრებმა შექმნეს. თქვენ აქ ხართ ქართველები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი.  თქვენ დღეს აქ დგახართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ქმნიდნენ ამ დიდ ერს, ქმნიდნენ თავის წინააღმდეგობაში, თავის უნარში, რომ ურთულეს და ძალიან მძიმე გარემოში დაეფუძნებინა ჩვენს წინაპარს თავისი იდენტობა. თქვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ. დღეს მთელი მსოფლიოდან თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კიდევ ერთი გამარჯვება“,- მიმართა  პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხვალ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრების მხრიდან. მისი თქმით, ჩვენი წინაპრები, რომლებიც ქართველ ერს ინარჩუნებდნენ, ბევრად რთულ ვითარებაში იყვნენ და არც ამდენი მეგობარი ჰყავდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^