Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

25 მაისი, 2018 23:58

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსულ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდა. მან ევროკომისიის პრეზიდენტთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ჟან კლოდ იუნკერის პირველი ვიზიტი ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მათ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ჟან კლოდ იუნკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ბოლო პერიოდში გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მისი მანდატის სრულად განხორციელების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. სადამკვირვებლო მისიას დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აუცილებელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^