Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: იმედი მაქვს, რომ 2021 წელს საქართველო NATO-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება

26 მაისი, 2018 16:08

„დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო შეხვდება ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე "თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, უსაფრთხოებას გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობად წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის. საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ის გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^