Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია მეორე: მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ეკლესიასა და „რუსთავი 2-ს" შორის ურთიერთობას

27 მაისი, 2018 15:21

„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და „რუსთავი 2-ს" შორის", - სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებას ipn.ge აქვეყნებს.

„რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ საკითხზე ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს შემდეგი სიტყვებითნ მიმართა: „მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება".

ბოტკოველი: პატრიარქს გუშინდელი განცხადების ტექსტი ხუთჯერ წავუკითხეთ

24 მაისს საქართველოს საპატრიარქომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

„პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან", არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები", - აცხადებდა საპატრიარქო. 

განცხადების გამოქვეყნებას წინ უძღოდა 20 მაისს გადაცემა „პოსტკრიპტუმში" გასული სიუჟეტი, რომელშიც მსოფლიო პატრიარქის მიერ 2008 წელს ომის დღეებში გამოგზავნილი წერილის შესახებაა საუბარი. სიუჟეტის თანახმად, წერილი, რომელიც საპატრიარქოში გაიგზავნა, 2008 წელს არ გამოქვეყნებულა. 

23 მაისს კი ტოკშოუ არჩევანის თემა შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტი იყო, რომელსაც საზოგადოების ნაწილი და ომბუდსმენი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. ტოკშოუს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ შემოქმედებითი თავისუფლების ერთ-ერთ მაგალითად გადაცემაში ლია უკლებას ნახატი „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" აჩვენა. გაბუნიას ქმედებას ურბნისის და რუსის ეპარქიის მიტროპოლიტის, იობის მხრიდან გიორგი გაბუნიას დაწყევლა და შეჩვენება მოჰყვა. 

ნიკა გვარამია: ამ წერილის გამომქვეყნებელი საპატრიარქო ბოდიშს არ იმსახურებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^