Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ►„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - კლუბ „ბასიანში" რეივ-აქცია დაიწყო

27 მაისი, 2018 17:33

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე  რეივ-აქცია მიმდინარეობს. „დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა", - წერენ რეივ-აქციის ორგანიზატორები, - „12 მაისის „შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადმიანისთვის ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ. 

ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი მიზნებისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით მიიღწევა. 

თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლინობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის. 

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ.

დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!

კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს“, წერენ აქციის ორგანიზატორები". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

საჭმლის არმომზადების გამო, გორში კაცმა ც ...

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაცს პროკურატურ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

„მოვუწოდებთ „გირჩის“ წარმომადგენლებს შეწ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ კანაფის ფესტივალის შე ...
^