Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო/ვიდეო► იორმუღანლოში თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას მოსწავლეები აპროტესტებენ

28 მაისი, 2018 12:50

იორმუღანლოს საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის მიმდებარედ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქციას უერთდებიან სკოლის ქართული სექტორის მე-12-კლასელებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც. მათ კარავი გაშალეს. გურგენიძე გეგმავს, ქართულის გაკვეთილები აქ ჩაატაროს, რადგან სკოლაში ამის საშუალება აღარ აქვს. 

პროტესტის მონაწილე ბავშვები, მათი მშობლების განცხადებით, 22 მაისიდან სკოლაში აღარ დადიან. 

„ლიბერალი“ შეეცადა იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორს გასაუბრებოდა, თუმცა სკოლაში განგვიცხადეს, რომ ის ავადაა, საავადმყოფოშია და კვირის განმავლობაში სკოლაში არ იქნება. სკოლის დირექტორის მოადგილემ რიზვან უსუფოვმა კი გვითხრა, რომ გასული კვირის განმავლობაში, როცა თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს ის სკოლაში არ იმყოფებოდა, ამიტომ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის. მისივე თქმით, მას არ უნახავს ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ გურგენიძის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი, ამიტომ ვერ შეაფასებს სამართლიანად მოხდა თუ არა თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლება. 

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თეა გურგენიძე ორთვიანი პაუზის შემდეგ სკოლიდან 22 მაისს გაათავისუფლეს.

თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს - პედაგოგი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

იორმუღანლოში მცხოვრები მშობელი - „გურგენიძის სკოლაში აღდგენამდე პროტესტი გაგრძელდება"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

"ამ თემას მოვიკვლევთ" - გახარია ხორავას ...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ციხის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მო ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

გელა ზაალიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლ ...

გელა ზაალიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა (+100 კგ) ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლი ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ...

რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. იგიგმება რომ დაშავებული მოზარდი თბილისში, იაშვ ...
^