Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფენტანილი და სხვა ნივთიერებები - რა აღმოჩნდა ზედოზირებით გარდაცვლილთა ორგანიზმში

28 მაისი, 2018 14:07

ბოლო პერიოდში ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილების სისხლსა და ორგანიზმში 4 ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, მათ შორის არის ფენტანილი - სინთეზური ოპიოიდი; ორი გარდაცვლილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მოიპოვა.

ორივე შემთხვევაში, დასკვნაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ინტოქსიკაცია, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების შედეგად განვითარდა.

ასევე, ორივე შემთხვევაში დასკვნებში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა შემდეგი ნივთიერებები: მეტადონი, ექსტაზი, ტენაამფეტამინი და ფენტანილი;

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 4 გარდაცვლილის შესახებ აქვს დაწყებული. „რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა კი მათგან მხოლოდ ორს ეხება.

(ფენტანილის მოქმედება 100-ჯერ აღემატება ჰეროინის მოქმედებას. წარმოდგენისთვის, ფენტანილის თერაპიული დოზა არის 50 მიკროგრამი, ჰეროინის კი - 5 მილიგრამი. სწორედ ეს განაპირობებს ფენტანილის მოხმარების შემთხვევაში ზედოზირების ძალიან მაღალ რისკს);

-

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა და სთხოვა, რომ  პერსონალური მონაცემების გამჟღავრების გარეშე მოეწოდებინა აღნიშნული დასკვნები.

უწყებამ ინფორმაციის გაცემაზე უარი სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის საფუძვლით გვითხრა. მათი თქმით, ინფორმაციის დეპერსონალიზებული სახით მოწოდების შემთხვევაშიც, ფაქტის აქტუალობისა და საჯაროობის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება კონკრეტულ პირთა გარდაცვალების მიზეზ(ებ)ის ირიბი იდენტიფიცირება.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით

ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი

სიხარულიძე: მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი უცნობი ნივთიერების მიღებისგან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლ ...

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი ...

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  უმრავლ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

თბილისის ზღვასთან მომხდარ მკვლელობისთვის ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნოდარ ცხადაძეს მკვლელობის ფაქტი გახსნეს ...
^