Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზინედინ ზიდანმა „მადრიდის რეალის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა

31 მაისი, 2018 15:41

ზინედინ ზიდანი „მადრიდის რეალის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ფრანგმა სპეცილისტმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გუნდს ახალი ხმა სჭირდება.

„ეს არის სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის. შეიძლება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. მე უნდა წავსულიყავი და ეს კარგია ყველასთვის - ფეხბურთელებისთვის, კლუბისთვის, ჩემთვის. გუნდმა მოგება უნდა განაგრძოს, ამიტომ სამი წლის შემდეგ მას ცვლილება სჭირდებოდა, სხვა ხმა, სხვა მიდგომა და მუშაობის განსხვავებული სტილი“, - განაცხადა ზიდანმა.

ზიდანის თქმით, მას „რეალი“ ძალიან უყვარს და ამ გუნდის გაწვრთნა მისი ოცნება იყო. „მაგრამ ყველაფერი იცვლება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე“ - დასძენს ზიდანი.

ზინედინ ზიდანი „რეალის“ მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა, მას შემდეგ, რაც კლუბიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლეს. მას შემდეგ ფრანგმა სპეცილისტმა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოაგებინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^