Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები: ჭიათურელი მაღაროელები აღარ გაიფიცებიან

04 ივნისი, 2018 10:44

ჭიათურელი მაღაროელები დღეს აღარ გაიფიცებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, წუხელ, 3 ივნისს გვიან ღამით შედგა ბოლო მოლაპარაკება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციასა და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის და შეთანხმების მიღწევაც მოხერხდა.

„ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. ხელფასის მატება განხორციელდება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან.

კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს.

საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას.

კომპანია მზადაა ნებისმიერი პრობლემატური საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნას პროფკავშირთან ერთად და უზრუნველყოს პროცესის ოპერატიულობა.

2019 წლის იანვრის თვიდან მოხდება ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობა“,- ნათქვამია გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროფკავშირები: ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^