ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მთავრობის სარეზერვო ფონდის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
IDFI წერს, რომ სარეზერვო ფონდი განკუთვნილია ძირითადად ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის, თუმცა მთავრობამ 2013-2017 წლებში მთლიანი ხარჯის 26% (150 მლნ ლარზე მეტი) ღონიძიებების მოსაწყობად დახარჯა, როცა თითქმის ამდენივე - 155 მილიონი დახარჯა მიზნობრივად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
IDFI-ის მიხედვით, ფონდის საგრძნობი ნაწილი სხვა მიზნებისთვის, მათ შორის, საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისთვის დაიხარჯა.
IDFI წერს, რომ მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ყოველწლიურად ისეთი ტიპის ხარჯებს გასცემდა, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ და პროკურატურის ყოველწლიური ხარჯები.
2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ. ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი.