Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„Like-პროცესის დისკრედიტირება" - მთავრობის პასუხი „ბოტებზე"

06 ივნისი, 2018 16:22

ვიეტნამი, პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში... ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებშიც რეგისტრირებული ფეისბუქ ექაუნთებიდანაც საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტს ალაიქებენ.

ამგვარი ლაიქები პრემიერის პოსტზე მას შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ფეისბუქმომხმარელებმა კვირიკაშვილის პოსტის "დაჰაჰავება" დაიწყეს.

როგორ მთავრობის ადმინისტრაციაში "ლიბერალს" უთხრეს,  "საქართველოს გუშინ, საღამოს 18:00 საათიდან, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები, „ფეისბუქ“ მომხმარებლები, პროტესტის ფორმის გამოსახატად იყენებენ".

"პოსტზე რეაქციების მატებას კრიტიკული ან არაეთიკური კომენტარები მოჰყვა. ამ პროცესზე გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები". - ამბობენ პრემიერის პრესსამსახური.

"დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების ე.წ. Like-პროცესის დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, - უთხრეს "ლიბერალს" მთავრობის ადმინისტრაციაში  - რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ლაიქების ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება.

____________________________________

პოსტში პრემიერ-მინისტრი NGO - ებს პასუხობს და ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^