Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღაზის სექტორში აქციების დარბევის გამო არგენტინამ ისრაელთან დაგეგმილი მატჩი გააუქმა

06 ივნისი, 2018 12:47

არგენტინამ ისრაელთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი თამაში იერუსალიმში აღარ შედგება. ამის შესახებ მედიას არგენტინელთა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა უთხრა. თამაშის ჩაშლა დაადასტურა ისრაელის საელჩომაც არგენტინაში.

როგორც BBC წერს, არგენტინასა და ისრაელს შორის მატჩის ჩაშლა ღაზის სექტორში დაწყებულ პროტესტს მოჰყვა. ღაზის სექტორში ისრაელის ჯარისკაცებთან შეტაკებებს 120-მდე პალესტინელი დემონსტრანტი ემსხვერპლა.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევენ, ისრაელის მთავრობის განცხადებით კი, ერთიანი და განუყოფელი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. 

სწორედ ჰაიფადან იერუსალიმში გადმოიტანეს დაგეგმილი თამაშიც არგენტინასთან, რასაც სამხრეთ ამერიკელთა ვარსკვლავების მიმართ პალესტინელებმა საპროტესტო კამპანია დაიწყეს და როგორც არგენტინული მედია წერდა, მათ დაემუქრნენ კიდეც. 

საბოლოოდ, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისრაელთან შეხვედრა საერთოდ აღარ შემდგარიყო. ამ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ პალესტინელები. დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირებულებებმა და სპორტმა. 

„დღეს გაიმარჯვა ღირებულებებმა, მორალმა და სპორტმა. ისრაელს მატჩის გადადებით წითელი ბარათი უჩვენეს“, - თქვა პალესტინელთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიბრილ რაჯუბმა.

თამაშის გადადებას მიესალმება საპროტესტო კამპანიების ჯგუფი Avaaz, რომელიც მატჩის ჩასაშლელად ხელმოწერებს აგროვებდა. მისმა დირექტორმა ამ გადაწყვეტილებას „მამაცური და ეთიკური ნაბიჯი“ უწოდა. „რადგან არაფერია ამხანაგური იმ შეხვედრაში, სადაც რამდენიმე მილის მოშორებით ებრაელის სნაიპერები უიარაღო დემონსტრანტებს ხოცავენ“, - თქვა ელის ჯეიმ, Avaaz-ის დამფუძნებელმა.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ის სნაიპერებს ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მოწყობილი არეულობის დროს მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^