Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში“ - 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი

08 ივნისი, 2018 14:42

„ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში. ყველა მასწავლებელს უყვარს. ის იყო ბავშვი პოზიტივი. თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე, მე ბიჭი პოზიტივი ვარო. იყო საოცრად მეგობრული, მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობის მქონე.  იყო სპორტულ ცხოვრებაში ჩართული, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიების მოთავე. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც დისციპლინის მხრივ გვქონდა, ბუფეტს უკავშირდება - საჭმელად ჩასული ხანდახან გაკვეთილზე შესვლას ცოტათი აგვიანებდა ხოლმე. სულ ეს არის, რაც დათოს ისტორიაში შენიშვნის სახით იძებნება“ - განუცხადა „ლიბერალს“ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ. 

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ უფროსები ასე უპასუხისმგებლოდ და სკოლასთან გადაუმოწმებლად ავრცელებენ დათოს შესახებ მოგონილ ისტორიებს. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, მამა ზაზა სარალიძემ 51-ე სკოლის ადმინისტრაციისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა: „ვრცელდება Facebook-ზე და სხვაგან ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი გამომძალველი ყოფილა, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს, თითქოს მოძალადე ყოფილა".

როგორც სარალიძემ თქვა, 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გამოააშკარაოს, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.

„აბსოლუტურად არავინ არაფერი დამალოს. თუ ამ სკოლაში ძალადობები ხდება, დამეთანხმებით, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ვერ ვხედავ ვერც ერთის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის ბიოგრაფია (თუ, რაც გნებავთ, ის დავარქვათ), ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. დაუყოვნებლივ გააკეთონ განაცხადება ამასთან დაკავშირებით. თქვან, იყო თუ არა დამნაშავე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^