Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს - გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

09 ივნისი, 2018 18:52

შსს-ს ცნობით, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკევეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და  ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის  4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გვერცელებულ განცხადებაში. 

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. მიკროავტობუსს, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. 

შსს: გომბორის უღელტეხილზე ავარიისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

"პირველადი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა"- შსს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^